Thursday, April 23, 2015

წიგნის საერთაშორისო დღე

  არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე

 23 აპრილიწიგნის საერთაშორისო დღე.

 1996 წლიდან კი იუნესკოს გადაწყვეტილებით ეს დღე წიგნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. . გადაწყვეტილებისმიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიცმანამდეც აღნიშნავდნენ წიგნის დღეს.1923 წელს კატალონიაში წიგნის დღის აღნიშვნა დაიწყო სერვანტესის გარდაცვალების დღეს.

   ეს თარიღი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი.

 საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღე 2013 წლიდან აღინიშნება.


 წლევანდელი წიგნის დღის დევიზია:

აჩუქე წიგნი

 და მართლაც, რა მოხდება, 23 აპრილს ერთმანეთს წიგნები რომ ვაჩუქოთ?


Friday, April 17, 2015

ია

ია - ადრეული გაზაფხული ყვავილის სახელია; ბერძნულად მას იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულსი, ფრანგულში. იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII_XIII), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.

Wednesday, April 15, 2015

შედევრები და ისტორიები







ჯეიმზ დაშნერი "ლაბირინთში მორბენალი"



"თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი.“
ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება."სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში".კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია.
მალე ყველაფერი შეიცვლება.გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი. ის ბიჭებს შემაძრწუნებელ ახალ ამბავს მოუტანს.
გახსოვდეს! უნდა გადარჩე! ირბინე!ხსოვდეს! უნდა გადარჩე! ირბინე!

”დინოზავრები” - წიგნი სერიიდან ”ეს სამყაროა”

წიგნის ყოველ გვერდზე წაიკითხავთ უახლეს ინფორმაციას და ნახავთ მაღალმხატვრულ სამგანზომილებიან ილუსტრაციებს. ეს გამოცემა სრულიად ახლებურად და საინტერესოდ გაგაცნობთ დინოზავრების ცხოვრებას. წიგნს ახლავს ლექსიკონი, ტერმინთა საძიებელი და დინოზავრების სისტემატიკის ამსახველი დანართი.


”გამოგონებები” - წიგნი სერიიდან "ეს სამყაროა"

გაიგეთ ყველაფერი იმ გამოგონებების შესახებ, რომლებმაც შეცვალეს ისტორია და უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის განვითარებაზე. გაიგეთ, თუ ვინ შექმნა პირველი ბორბალი, ტელესკოპი, კოსმოსური ხომალდი, რობოტი და ასე შემდეგ. უამრავი საინტერესო ინფორმაცია ნებისმიერი ასაკის ადამიანებისათვის ამ წიგნშია!

ჩემი საყვარელი წიგნი

ძალიან ბევრს უკვირს, რომ ჩემი საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია. ასეთ დროს მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, წაიკითხე და მიხვდები. ჰოდა, გირჩევთ წაიკითხოთ.

მსოფლიოს ილუსტრილებული ატლასი .

იმოგზაურეთ დედამიწის გარშემო, მოინახულეთ მდინარეები, ტბები, ნაკრძალები. შეისწავლეთ ყველა კონტინენტის ფლორა და ფაუნა, სახლიდან გაუსვლელად!
წიგნში მოცემული ინფორმაცია საინტერესოა ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის.



"მსოფლიოს ილუსტრილებული ატლასი" თვალწინ გადაგიშლით საოცარ სამყაროს, აქ გაეცნობით უამრავ საინტერესო ინფორმაციას ჩვენს პლანეტაზე, სხვადასხვა გეოგრაფიულ ფენომენზე, ხმელეთსა და ოკეანეებზე. რუკებზე აღნიშნულ გეოგრაფიულ ობიექტებს თან ახლავს ფერადი ილუსტრაციები და განმარტებითი ტექსტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონზე. მათ ისტორიაზე, ღირსშესანიშნაობაზე, ცნობილ პიროვნებებზე.

ქართული მარტო ენაა?!ქართული ქართველთ რწმენაა!ღმერთია!ბედისწერაა!ზღვა როა!-იმოდენაა!     


გიყვარდეს წიგნი

გიყვარდეს წიგნი

 გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,
 ცოდნის სარკე და ბუნების კარი, 
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
 და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!
 გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
 ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
 ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
 ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული! 
გსურს ასახელო მშობელი მხარე,
 მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
 ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
 ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!
 გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
 რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
 გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი 
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!

             ალეკო შენგელია


Tuesday, April 14, 2015

მუხრან მაჭავარიანი

ქართული მარტო ენაა?!

ქართული ქართველთ რწმენაა!

ღმერთია!

ბედისწერაა!

ზღვა როა!-

იმოდენაა!     



Monday, April 13, 2015

მწერლის მოგონებიდან

ნოდარ დუმბაძე ჰყვებოდა:
"ერთხელ, ბავშვობაში, კოლმეურნეობის ბაღში თხილი მოვიპარე. მეველემ დამინახა და გამომეკიდა, მაგრამ მოხუცი იყო და რას დამეწეოდა?! მეორე დღეს სახლში მომაკიტხეს. სასტიკ უარზე დავდექი: არაფერი მომიპარავს, ეს კაცი მოხუცია და ალბათ მოეჩვენა-მეთქი. მეველე განცვიფრებული მიყურებდა. მოგვიანებით გზაში შემხვდა და მითხრა: - შვილო, ნოდარ, ადამიანს შუბლის ძართვი აქვს, რომელსაც სინდისის ძარღვი ჰქვია. ის რომ გაუწყდება , მერე ძალიან იოლია ცხოვრება. ნუ გაიიოლებ ცხოვრებასო. ეს სიტყვები, როგორც სახარების ერთ-ერთი მცნება, ისე დარჩა სამუდამოდ ჩემს ცხოვრებაში".

მოწაფე და მასწავლებელი



Альбом: Добавленные

Wednesday, February 4, 2015

სხალთის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია

აჭარისწყალი ჯორჯიას მიერ განხორციელდა სხალთის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია...


Альбом: Добавленные