აირჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი სერიიდან ”კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”
"ვისაც დიუმა ჯერ არ "გიგემიათ", ნება მომეცით, მოგილოცოთ, რადგან წინ კითხვისგან მიღებული შეუდარებელი სიამოვნება გელით!"
"გრაფი მონტე-კრისტო" ალექსანდრე დიუმას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. ეს წიგნი მარადიულ თემებზეა შექმნილი - სიყვარული, ღალატი, ვერაგობა, შურისძიება, დიდსულოვნება... წიგნი ეფუძნება რეალურ შემთხვევას, რომელიც ავტორმა ამოიკითხა ჟან პეშეს დოკუმენტურ ნაშრომში "პარიზის პოლიციის ჩანაწერები". დიუმამ ამ, შეიძლება ითქვას, ერთობ ბანალურსა და, იმავდროულად, სასტიკ ამბავში დაინახა სიუჟეტი, რომელიც საშუალებას მისცემდა, დაეწერა რომანტიკული თავგადასავალი კეთილშობილი გმირისა, ვისაც ცილი დასწამეს, ცხოვრება დაუნგრიეს, ციხეში ჩაამწყვდიეს, მაგრამ სასწაულებრივად მოახერხა ყველა დაბრკოლების გადალახვა და თავის მტრებს მოევლინა როგორც ბედისწერა, სამართლიანად რომ მიუზღავს ბოროტის წილ ბოროტს და კეთილის წილ - კეთილს..
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი სერიიდან ”კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”
ერიხ მარია რემარკი 1898 წელს, ქალაქ ოსნაბრიუკში (ქვედა საქსონია) დაიბადა. სწავლობდა საეკლესიო სკოლაში, კათოლიკურ სემინარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში გაიწვიეს. 1917 წელს მძიმედ დაიჭრა და ომის დასრულებამდე ჰოსპიტალში მკურნალობდა... სწორედ ომის გამოცდილება, მძაფრი განცდები დაედო საფუძვლად მის ყველაზე გახმაურებულ რომანს "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", რომელიც 1929 წელს გამოქვეყნდა.
ამ წიგნმა რემარკს საყოველთაო აღიარება მოუტანა, რადგან არაჩვეულებრივად წრფელი, მართალი, სასტიკი და თან, ადამიანურია. ეს არის წიგნი "დაკარგული თაობის" (თვით ეს გამოთქმა რემარკს ეკუთვნის), ანუ ახალგაზრდების შესახებ, რომელთაც ომის საშინელებამ ცხოვრების საზრისი დაუკარგა, - მიხვდნენ, "საზარბაზნე ხორცად" გამოიყენეს...
მისი მეორე შესანიშნავი რომანი, "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომზე, უბრალო გერმანელ ჯარისკაცზე, რომელიც ფრონტზეა ომის დაწყების დღიდან და სამკვირიანი შვებულებით ჩადის მშობლიურ ვერდენში, თუმცა ნანატრი სიმშვიდე არც იქ ხვდება, მოკავშირეები ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავენ. ერნსტ გრებერი (ასე ჰქვია მთავარ გმირს) შეხვდება ოცი წლის ქალიშვილს, ელიზაბეტ კრუზეს. ახალგაზრდებს შორის იფეთქებს სიყვარული, რომელიც ტრაგიკულია, რადგან მომავალი არ უწერია.
"რემარკი ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქარცეცხლში. ყოველ მის რომანს მოჰყვებოდა როგორც დაგმობა და უარყოფა, ასევე დიდება და პოპულარობა".
Osnabrucker Tages-Zeitung.
"რემარკის ფრაზები იმდენად მრავლისმთქმელია, რომ მათ დრო ვერაფერს დააკლებს".
Frankfurter Allgemeine Zeitung.
ეს არის წიგნი, რომელიც დაგაფიქრებთ, შეგძრავთ, და მიუხედავად ომის სისასტიკისა, სიცოცხლეს მოგაწყურებთ... ეს საოცრად ამაღლებული, ნატიფი და გულში ჩამწვდომი ამბავია სიყვარულისა - რომანს თავისუფლად შეიძლება ერქვას "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" (სხვათა შორის, ზუსტად ასე ჰქვია მას ინგლისურ თარგმანში), რადგან გიყვარდეს და იცოცხლო - რემარკისთვის სინონიმებია. სიცოცხლის მთავარი პრობლემა - სიკვდილია! სიკვდილის გადალახვა, მისი დამარცხება მხოლოდ სიყვარულს ძალუძს. რემარკი საოცარი რეალიზმით, საოცარი დამაჯერებლობით აღწერს თავისი გმირების ტრაგიკულ ხვედრს და მის ნაწერში ცხოვრებას ეს ტრაგიზმი თითქოს ახალ განზომილებას სძენს, ადამიანურობისა და სიყვარულის ჰიმნად იქცევა.სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარული ამართლებს და ასულდგმულებს!
რემარკი დიდი ჰუმანისტი და შესანიშნავი ოსტატია - რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მთავარი გმირი, რიგითი ჯარისკაცი, ჩვენ თვალწინ ნელ-ნელა გარდაიქმნება, მასში ადამიანი იღვიძებს, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, წინ აღუდგება, დაუპირისპირდება ბოროტებას, ომს ბრმა იარაღად რომ უნდოდა გადაექცია. რომანი იწყება რუსი პარტიზანების დახვრეტის სცენით, - ამაში ერნსტ გრებერიც მონაწილეობს, - და მთავრდება ანალოგიური სცენით, ოღონდ მისი ფინალი ამჯერად სრულიად სხვაა.
რემარკი სასტიკია, ცხოვრებასავით...
მისი მეორე შესანიშნავი რომანი, "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომზე, უბრალო გერმანელ ჯარისკაცზე, რომელიც ფრონტზეა ომის დაწყების დღიდან და სამკვირიანი შვებულებით ჩადის მშობლიურ ვერდენში, თუმცა ნანატრი სიმშვიდე არც იქ ხვდება, მოკავშირეები ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავენ. ერნსტ გრებერი (ასე ჰქვია მთავარ გმირს) შეხვდება ოცი წლის ქალიშვილს, ელიზაბეტ კრუზეს. ახალგაზრდებს შორის იფეთქებს სიყვარული, რომელიც ტრაგიკულია, რადგან მომავალი არ უწერია.
"რემარკი ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქარცეცხლში. ყოველ მის რომანს მოჰყვებოდა როგორც დაგმობა და უარყოფა, ასევე დიდება და პოპულარობა".
Osnabrucker Tages-Zeitung.
"რემარკის ფრაზები იმდენად მრავლისმთქმელია, რომ მათ დრო ვერაფერს დააკლებს".
Frankfurter Allgemeine Zeitung.
No comments:
Post a Comment