საქართველოს ისტორია (ტომი I)საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე. საქართველოს ისტორიის სამეცნიერო-პოპულარული ოთხტომეულის პირველი ტომი მოიცავს ქართველი ხალხის უძველეს ისტორიას, უფრო სწორად – საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანის ისტორიას მისი აქ პირველად გამოჩენის დროიდან ქართული ეთნოსის წარმოქმნის ხანამდე და ამ პერიოდიდან ვიდრე პირველი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულების ჩამოყალიბებამდე; ამ უკანასკნელთა ისტორიას ვიდრე პირველი ერთიანი სახელმწიფოს წარმოქმნამდე ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე და ქართველთა ისტორიას ქრისტიანობის მიღებამდე ანუ ახ.წ. IV საუკუნემდე.
საქართველოს ისტორია (ტომი II)„საქართველოს ისტორიის“ მეორე ტომის ქრონოლოგიური ჩარჩო - IV-XIII საუკუნის დასაწყისი - ქართველი ხალხის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ხანაა, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით.წიგნი სხვადასხვაენოვანი და სხვადასხვა სახის წყაროების შესწავლა-შეჯერებისა და არსებული სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინების საფუძველზეა დაწერილი. არის იმდროინდელი მსოფლიოს ისტორიულ პროცესებთან მიმართებაში საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკური დინების ჩვენების ცდა. ამ ტომში წარმოდგენილი IV-XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორია პოპულარული ქართული ენითაა დაწერილი და იგი მისაწვდომია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.
საქართველოს ისტორია (ტომი III)წინამდებარე ტომი ქრონოლოგიურად XIII-XVIII საუკუნეების ისტორიას მოიცავს. პირობითად მას გვიანი შუა საუკუნეები შეიძლება ვუწოდოთ.XIII საუკუნის მსოფლიო ისტორიის განვითარების ხასიათს ორი დიდი მოვლენა განაპირობებდა: დასავლეთში ჯვაროსნული მოძრაობა, აღმოსავლეთში კი ერთ-ერთ უდიდეს და უსასტიკეს დამპყრობთა - მონღოლთა გამოჩენა და მოქმედება. ორივე ეს მოვლენა სხვადასხვა ფორმით საქართველოსაც შეეხო.ჩვენი ქვეყნის ამ პერიოდის ცხოვრება თანადროული მსოფლიოს ისტორიის ნაწილია: აქაც ბატონობს ფეოდალური ურთიერთობების ევროპული მოდელი, აქაც ადგილი აქვს რენესანსული კულტურისა და სულიერი ცხოვრების არსებობის ფაქტს, რამაც შემდგომში გაცილებით ლაღად გაშალა ფრთები აგრესიულ მოძალადეთაგან ნაკლებად შეწუხებულ ევროპაში.განსახილველი პერიოდის საქართველოს ისტორია არის ქართველი ხალხის პერმანენტული ბრძოლა დიდი თუ პატარა, აშკარა თუ ფარული აგრესორების წინააღმდეგ - შეურიგებელი, თავგანწირული ბრძოლა ეროვნების, კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლებისა და რწმენის დასაცავად.
საქართველოს ისტორია (ტომი IV)„საქართველოს ისტორიის“ წინამდებარე, მეოთხე, დამამთავრებელ ტომში XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის დრამატული პერიოდია გადმოცემული - ეს არის უდიდესი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, დიდი ისტორიული ქარტეხილების, მსოფლიო ომების, რევოლუციების, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის, სოციალური ილუზიების, შემოქმედებითი შრომის, სოციალური და კულტურული დაწინაურების ისტორიული ხანა.ტომს საფუძვლად დაედო არსებული ისტორიოგრაფიული მიღწევების შემოქმედებითი ათვისება. ნაშრომში გამოყენებულია საქართველოს ისტორიკოსთა რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა გამოკვლევები და მონოგრაფიები, მაგრამ ნაშრომი ძირითადად დაწერილია საქართველოს, რუსეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში ავტორების მიერ მიკვლეული ახალი მასალის გამოვლენისა და ისტორიოგრაფიულ მიმოქცევაში მათი ჩართვის საფუძველზე.
დედა ისტორია-ლევან სანიკიძე„დედა-ისტორია“ მხატვრულად მოგვითზრობს ქართველი ხალხის თავგადასავალს უძველესი დროიდან XX საუკუნემდე (1907 წ.). წიგნი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის.
- ძვ. წ. 1184 : ბერძნებმა ტროაში შეაღწიეს ტროის ცხენის მეშვეობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის ბერძნების სასარგებლოდ დასრულებაში.
ტროას ტახტის მემკვიდრემ მოიტაცა სპარტას მეფის ცოლი და ეს გახდა მათ შორის განხეთქილების მიზეზი.მენელაის ღირსების დასაცავად მისი ძმა გამოვიდა და ტროას ალყა შემოარტყა.მათ შორის ბრძოლა 10 წელი გრძელდებოდა.ყველაფერი ფერფლად იქცა სიყვარულის გულისთვის...
No comments:
Post a Comment