რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები...
1833 წელს იტონში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისას, სერ ჯონ გერშელმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: “მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ.”ამდენად გერშელი ყოველ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს სხვებს ურჩიოს, თუ რომელი წიგნები იკითხოს, ავალდებულებს რომ გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, უპირველესად თვითონ ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ წიგნში გატარებულ აზრს და რჩევა ამის შემდეგ მისცეს მკითხველს. არც მე ვაძლევ, რა თქმა უნდა, თავს უფლებას, რომ ვინმეს კატეგორიულად მოვთხოვო წიგნის წაკითხვა, ან მითუმეტეს “არწაკითხვა”, მაგრამ ხანდახან წამომცდება ხოლმე. ეს რჩევა არ არის უფრო ემოციას შეიძლება მივაწეროთ, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ გინდა მეგობარს გაუზიარო. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ის წიგნი რომელსაც მე “ვურჩევ” ადამიანს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება არავისთვის.
მე არც იმდენად თავხედი ვარ და არც იმდენად ბრძენი რომ ვუთხრა ჩემს თანატოლებს რომელი წიგნები შეცვლიან უკუთესობისკენ მათ ცხოვრებას, მადლობა ღმერთს ასეთი მრჩევლები მრავლად არიან. მე მხოლოდ ერთისკენ შემიძლია მოვუწოდო მათ იკითხეთ წიგნები “იდიოლოგიების ეპოქაში” მათ(წიგნებს) შეუძლიათ ჩვენი სულის გადარჩენა.”
------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
ლანა გორგილაძე
|
|
ნონა და ნინო სურმანიძეები
|
|
სოფიკო მუშამბაძე
|
მალვინა შაინიძე
|
თამარ გორგილაძე
|
|
ნონა, ნონა, ლინდა
|
|
სალომე და მარი
|
|
ნონა და ლინდა
|
|
ლინდა და ელზა |
|
თამრიკო მუშამბაძე
|
No comments:
Post a Comment