Monday, November 10, 2014

თურქეთის საშუალო სკოლებში პირველი ქართული კლასი გაიხსნა


თურქეთის საშუალო სკოლებში პირველი ქართული კლასი გაიხსნა.საქარიას ვილაიეთის გეივეს რაიონის ,სოფელ ნორუოსმანიეს საშუალო სკოლაში, 30 ოქტომბერს პირველად გაისმა ქართული გაკვეთილის დასაწყისი ზარის ხმა.

Saturday, August 23, 2014

ერიხ მარია რემარკი "ტრიუმფალური თაღი"

"„სიყვარული! რა არ აფარებს თავს ამ სახელს… ნაზი და საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უნაზესი აფორიაქებაც. არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა. არ მეგონა თუ ხელახლა მომევლინებოდა. მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. და რაც იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი – საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?" - "ტრიუმფალური თაღი" სიყვარულის ტრაგიკულ ბედზეა, ადამიანის ბედი ფაშისტურ, გულცივ სამყაროში და სიყვარული, როგორც ერთადერთი, თუნდაც დროებითი თავშესაფარი.

Sunday, July 27, 2014

მარიო პიუზო 'ნათლია"

ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი „ნათლია“ გადაიღეს, ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის. მისი პირველი წიგნი „არენა ამერიკა“ 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ნათლია“, რომელიც იტალიური მაფიის საფუძვლებზე და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. 1970-იან წლებში რომანი ბესტსელერად იქცა, 1972 წელს კი მის მიხედვით რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ამავე სახელობის ლეგენდარული ფილმი გადაიღო. ფილმის სცენარი თავად პიუზომ დაწერა.

Sunday, July 20, 2014

ჯონ გოლზუორთი "ფორსაიტების საგა"

როგორ ჰგავს კონკრეტული ოჯახის ცხოვრება და ქვეყნის რეალობა ერთმანეთს, როგორ ვითარდებიან და იცვლებიან მიკრო და მაკროსამყაროების შემადგენლები, როგორია ინგლისური ოჯახის ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ინგლისულ რეალობაში, წაიკითხეთ ჯონ გოლზუორთის ყველა ინგლისურ რომანში.

Sunday, June 8, 2014

ვირჯინია ვულფი "მისის დოლოვეი"

„მოხუცი, ჭაღარა ქალი, რომელიც თავისი სისუსტითაც კი ძლიერია, უდაბნოში დაკარგულ შვილს, დაღუპულ მხედარს ეძებს. ის არის იმ დედების სახე, რომელთა შვილებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ“, - ეს ვირჯინია ვულფის ერთ-ერთი სახეა რომანიდან „მისის დოლოვეი“.

Saturday, May 31, 2014

ჰომეროსი "ოდისეა"

ბრმა ბერძენი გენიოსის, ჰომეროსის ეს შესანიშნავი პოემა კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ ამბავს, მთავარ სიუჟეტს წარმოადგენს-ღმერთების რისხვა, ომი და გრძელზე გრძელი, სირთულეებით აღსავსე გზა შინისაკენ, მშობლიური ითაკისკენ, სადაც ოდისევსს ყველაზე ერთგული და ლამაზი ცოლი, პენელოპე ელოდება...

Saturday, May 3, 2014

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი "ნაზია რამე"


ცნობილი ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის (1896-1940) რომანი „ნაზია ღამე“ მოიცავს ხუთწლიან პერიოდს და მოგვითხრობს ამერიკელთა ერთ ჯგუფზე, იმხანად ევროპაში რომ ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმი, დიკ დაივერი ოცნებობს მეცნიერებებში წარმატებაზე. ჩიკაგოელი მილიონერის ქალიშვილზე, ნიკოლზე ქორწინება მის სამეცნიერო კარიერას წერტილს დაუსვამს. დიკის გვერდით ათ წელიწადს ყოფნით ნიკოლი (ფსიქიური პრობლემების მქონე და ქორწინებამდე მისი პაციენტი) იკურნება. ეს არ არის ავტობიოგრაფიული რომანი, თუმცა ძალიან ბევრი პარალელი იკვეთება მწერლისა და მისი მეუღლის ზელდა ფიცჯერალდის ბიოგრაფიასა და რომანის გმირებს შორის - ფიცჯერალდების ექსტრავაგანტული, ხშირად გიჟური გამოხტომები ამერიკაში, რომელიც პურიტან ამერიკელებს შოკში აგდებდა, მათ მიერ „აღმოჩენილი“ ფრანგული რივიერა, შეჯიბრი გართობასა და დროსტარებაში, ზელდას სიგიჟე (თუმცა ცხოვრებაში პირიქით მოხდა - ზელდამ სიგიჟით კი არ დაიწყო, დაამთავრა), ეს ყველაფერი კრიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ამ რომანში ყველაზე მეტად იკვეთება ავტორის პირადი გამოცდილება, პირადი ტრაგედია, რაც უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ზელდას ღალატს. ერნესტ ჰემინგუეი თავის ავტობიოგრაფიულ რომანში „განუყრელი დრესასწაული“ დაუფარავი სარკაზმით საუბრობს ზელდას ღალატის სამ ვერსიაზე, რომლებიც სკოტ-ფიცჯერალდმა მას უამბო. ჰემინგუეი წერს, სკოტ-ფიცჯერალდი თითქოს იმ ვერსიას ეძებდა, რომელიც მის რომანს საუკეთესოდ მოერგებოდაო. ჩვენთვის ხელმიუწვდომელია ამ რომანის სიუჟეტის განვითარების ალტერნატიული ვერსიები, თუმცა დაივერების წყვილის თავგადასავალი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პროზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

Monday, April 14, 2014

ლევ ტოლსტოის რომანი, რომელზეც ავტორი 1873-1877 წლებში მუშაობდა. რომანში აღწერილია ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალის ცხოვრება, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს - ჰყავს გავლენიანი ქმარი და მოსიყვარულე შვილი, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებს და არც თაყვანისმცემლები აკლებენ ყურადღებას. მაგრამ თავი მაინც უბედური ჰგონია, ვიდრე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდება ბრწყინვალე ოფიცერი.



Saturday, March 8, 2014

ჯორჯ ორუელი "1984"



ჯორჯ ორ­­­ლის „1984″ გა­მო­ხა­ტავს გან­წყო­ბი­ლე­ბასეს წიგ­ნი – გაფ­­თხი­ლებაამი­სი გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ლო­საა სა­სო­წარ­­ვე­თას­თან ად­­მი­­ნის მო­მავ­ლის გამოგაფ­­თხი­ლე­ბით კი გვაფ­­თხი­ლებსრომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­­ლისმაშ­ინ ად­­მი­­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ად­­მი­­ნურ თვი­სე­ბებს და მათ­­ვის­ვე შეუმჩ­ნევ­ლად იქ­ცე­ვი­ან უს­­ლო ავ­ტო­მა­ტე­ბად.

Saturday, February 8, 2014

თომას მანი "ბუდენბროკები"


"ბუდენბროკები" შესანიშნავი გერმანელი მწერლის, პროზის დიდოსტატის თომას მანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. ეს არის ბიურგერთა ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრების ისტორია, რომელთა დევიზია: “ბეჯითად იშრომე დღისით, მაგრამ გახსოვდეს, მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდე ხელი, რომელიც ღამე მშვიდ ძილს არ დაგიფრთხობს”. მიუხედავად ყოველდღიური შრომისა, ყოფით საკითხებზე ზრუნვისა, ოჯახს ინტერესების გამო თავისუფლებასა თუ სიყვარულზე უარის თქმისა, ამ ოჯახის ისტორია ტრაგიკულად მთავრდება - ნაწარმოების ფინალში მკითხველი ამ ოჯახის გადაშენების მომსწრე ხდება.
      „ბუდენბროკები“ მარტო თომას მანის სიცოცხლეში ათასორასჯერ გამოიცა. რომანი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოს კლასიკურ ლიტერატურაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. „ბუდენბროკები“ ეპიკური ტილოა, სადაც დიდი ოსტატის კალმით აისახა ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ერთი ოჯახის დეგენერაციისა და გადაშენების პროცესი.