ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი „ნათლია“ გადაიღეს, ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის. მისი პირველი წიგნი „არენა ამერიკა“ 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „ნათლია“, რომელიც იტალიური მაფიის საფუძვლებზე და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. 1970-იან წლებში რომანი ბესტსელერად იქცა, 1972 წელს კი მის მიხედვით რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ამავე სახელობის ლეგენდარული ფილმი გადაიღო. ფილმის სცენარი თავად პიუზომ დაწერა.
Sunday, July 27, 2014
Sunday, July 20, 2014
ჯონ გოლზუორთი "ფორსაიტების საგა"
როგორ ჰგავს კონკრეტული ოჯახის ცხოვრება და ქვეყნის რეალობა ერთმანეთს, როგორ ვითარდებიან და იცვლებიან მიკრო და მაკროსამყაროების შემადგენლები, როგორია ინგლისური ოჯახის ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ინგლისულ რეალობაში, წაიკითხეთ ჯონ გოლზუორთის ყველა ინგლისურ რომანში.
Subscribe to:
Posts (Atom)