Saturday, February 27, 2016

ფოტო სინთეზი 2016 - ფოტომონადირე "საქართველოს ფაუნა"

https://cenn.herokuapp.com/?in=4 https://cenn.herokuapp.com/?in=3

https://cenn.herokuapp.com/?in=3

GENN
2016 წლის 27 თებერვალს ქ. ბათუმში ჩატარდა აჭარისა და გურიის რეგიონების ნახევარფინალი :„საქართველოს ფაუნა _ ფოტოგრაფია vs ნადირობა“,  სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ თამრიკო მუშამბაძემ.




Wednesday, February 24, 2016

24 თებერვალი "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა"

24 თებერვალი "წიგნის საჯარო კითხვის დღეა" ამ დღესთან დაკავშირებით პატარებმა სამკითხველო დარბაზში შეიკრიბნენ და მათთვის საყვარელი ნაწარმოებები წაიკითხეს.





Thursday, April 23, 2015

წიგნის საერთაშორისო დღე

  არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე

 23 აპრილიწიგნის საერთაშორისო დღე.

 1996 წლიდან კი იუნესკოს გადაწყვეტილებით ეს დღე წიგნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. . გადაწყვეტილებისმიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიცმანამდეც აღნიშნავდნენ წიგნის დღეს.1923 წელს კატალონიაში წიგნის დღის აღნიშვნა დაიწყო სერვანტესის გარდაცვალების დღეს.

   ეს თარიღი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი.

 საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღე 2013 წლიდან აღინიშნება.


 წლევანდელი წიგნის დღის დევიზია:

აჩუქე წიგნი

 და მართლაც, რა მოხდება, 23 აპრილს ერთმანეთს წიგნები რომ ვაჩუქოთ?


Friday, April 17, 2015

ია

ია - ადრეული გაზაფხული ყვავილის სახელია; ბერძნულად მას იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულსი, ფრანგულში. იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII_XIII), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.